"ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას" | დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი ონლაინ მედიები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას აკეთებენ. მათი თქმით, კანონის მიზანი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების გაჩუმება და გაქრობაა, ისევე როგორც ეს რუსეთში მოხდა:

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად, 1 წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე. იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში. 

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახიდან, ასამარებს დასავლურ მომავალს.

რუსულმა კანონი რუსეთში უკვე გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი გადარჩა ქვეყნიდან განდევნეს. რეჟიმის წინაშე, რუსეთის საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას და დამოუკიდებელი მედია მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე. " აცხადებენ ჟურნალისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი