ინდოეთში ქიმიური ქარხანა აფეთქდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ინდოეთში, ტელენგანას შტატში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ადგილობრივმა პოლიციის წარმომადგენელმა, ჩ.შ. რუპეშმა განუცხადა.

"ჩვენ გვყავს 40-კაციანი გუნდი ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის. მათ გადაარჩინეს ყველა ადამიანი, ვინც მომწყვდეული იყო", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, ქარხანა ფარმაცევტულ ფირმა SB Organics-ს ეკუთვნოდა. არსებობს ეჭვი, რომ აფეთქების დროს უფროსი აღმასრულებელი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი