ხალხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებისთვის იდენტური იქნება. მოქალაქეები შარშანდელი მარტის აქციების გამეორებაზე და რუსული კანონის უკან გაწვევაზე საუბრობენ. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ჩაგდებული კანონის უკან შემობრუნება ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ნიშნავს. სამოქალაქო საზოგადოება გეგმავს, რომ ამჯერად ერთხელ და სამუდამოდ ათქმევინოს უარი ოლიგარქის პოლიტიკურ კლანს ამ კანონის მიღებაზე. ახალგაზრდებთან ერთად ბრძოლის ხაზზე აპირებენ ყოფნას სხვა მოქალაქეებიც, რომლებიც წლებია იბრძვიან ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.