რუსულ კანონზე დასავლეთის რეაქცია ცალსახაა. ევროპელი პარლამენტარები და მაღალი თანამდებობის პირები თავის გზავნილებსა და ინტერვიუებში საქართველოს ხელისუფლებას კრემლისკენ სვლაში ადანაშულებენ. უფრო მეტიც, კომენტარები ხშირ შემთხვევაში გაცილებით რადიკალურია. ბრიუსელში ღიად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების სწრაფვაზე ევრაზიული ტირანიისკენ. ევროკავშირთან პოლიტიკურ ურთიერთობებში კი რუსული კანონის მიღება წითელი ხაზების გადაკვეთას და რეფორმების, ანუ ევროინტეგრაციის პროცესის ჩაგდების ღია მცდელობას გავს.