"პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება" | დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

"პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება", - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუბრობს. 

არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ცხოვრების პირობების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობაა. საქართველო ყველაზე წარმატებული, ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყნები, სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ.

პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება, ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი უკეთესი საცხოვრებელი პირობების მისაღებად ნამდვილად ტოვებს ქვეყანას", - ამბობს დავითაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი