მზადება პროტესტისთვის | სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ჯგუფები კონსულტაციებს გადიან

გამოქვეყნდა:

ამ ეტაპზე სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ჯგუფები კონსულტაციებს გადიან, თუ როგორ დაიცავენ ქვეყნის მომავალს და მისი თითოეული მოქალაქის თავისუფლებას. რაზეც საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე შეთანხმებულია, არის ის, რომ არავინ აპირებს შეეგუოს საქართველოს რუსიფიკაციის კურსს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია  ატარებს და მეორე მცდელობით აპირებს რუსული კანონის მიღებას. 

ორგანიზაციები "ჯიუტი" და "ტალღა" დღეს, საღამოს 20 საათზე პარლამენტთან საორგანიზაციო შეკრებას ააანონსებენ და ელოდებიან ყველას, ვინც აპირებს რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს, რათა ყველა იყოს ჩართული გეგმების შემუშავებაში. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი