
"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარიამ დღეს შეურაცხყოფა სალომე სამადაშვილს მიაყენა. ოდიშარიას გაღიზიანება "ლელოს" დეპუტატის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც სამადაშვილმა მისი ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა:
"აღზევებას და პროგრესს აქვს საზღვარი, მაგრამ ვარდნას რომ არ ჰქონდა ფსკერი, ეს ზუსტად ვიცოდი. დღეს, მომსახურების ზონიდან გასულმა დეპუტატმა სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა- წამოდი სალომე, სალამს არ აძლევ არავის, 10 წელიწადი...სახლში იციან აქ რო ხარ? თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხის ვაგებ მაშინ და შენ აქამდე ვინც ფსიქო მოგცა სახელი და გვარი მითხარი, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მაშინ...ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ.
ერთხელაც იქნება მარტო მე კი არა, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრებს ამოუვა ყელში და მერე ნახავ შენ ვინ და რისი ღირსი არის" თქვა ოდიშარიამ.