
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიქაელ როთი რუსულ კანონს, რომელსაც "ოცნება" ხელახლა აინიცირებს, ტვიტერზე ეხმაურება:
"მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი რწმენით სავსე ნაბიჯი იყო და არა ჯილდო. „აგენტების აქტის“ ხელახლა წარდგენა ამ რწმენას საბოლოოდ ანადგურებს. ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან" წერს გერმანელი დეპუტატი.