
რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა გადასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსით.
ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას." აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყება.
"ოცნების" ხელისუფლებამ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, 3 აპრილს განაცხადა.