
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულია:
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია“, -ამბობს ბურიჩი.