დღეს, პარლამენტთან 20:00 საათზე, ერთად დავწეროთ სამოქმედო გეგმა, დავიწყოთ პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ | ორგანიზატორები

გამოქვეყნდა:

8 საათზე სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტთან საორგანიზაციო შეხვედრას გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ჩამოყალიბდებიან. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ შეეგუონ ოცნების გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი:

"გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას თავისი რეალური სახე და კიდევ ერთხელ ცდილობს "რუსული კანონის" შემოღებას, რომლის წინააღმდეგაც მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება გასული წლის მარტში ვიბრძოდით, ევროპული მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ სამოქალაქო მოძრაობები "ჯიუტი", "ტალღა" და "კარი" გამოვდივართ ინიციატივით, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ "რუსულ კანონს" და ვიბრძოლოთ "რუსული კანონის" წინააღმდეგ. 

დღეს, პარლამენტთან 20:00 საათზე სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებს ვიწვევთ შეხვედრაზე, რათა ერთად დავწეროთ სამოქმედო გეგმა, დავიწყოთ პროტესტი, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ "რუსულ კანონს", დავამარცხოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის," - ამბობს გური ცეცხლაძე, ორგანიზაცია "კარის" დამფუძნებელი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი