
შსს პარლამენტთან დაგეგმილ საორგანიზაციო შეხვედრასთან დაკავშირებით მობილიზაციას აცხადებს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან პოლიციის ავტობუსები თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარედ 7 ავტობუსი შეიყვანეს, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სხედან.