შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დასრულებულია. სალომე ზურაბიშვილთან შეკრებილმა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" რუსული ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა აქტიურად დაიწყონ მზადება მოახლებული არჩევნებისთვის და 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" ჩამოაშორონ ხელისუფლებას, რადგან მისი ნაბიჯები ყოველდღიურად სულ უფრო მეტად აზიანებს ქვეყნის მომავალს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული კვოტირების გაუქმებაზეც და ითქვა, რომ ხელისუფლება ქალებს დევნის როგორც პოლიტიკიდან და პარლამენტიდან, ისე ქვეყნიდან, იძულებით ემიგრაციაში.