საფრთხე საქართველოს ევროინტეგრაციისთვის | სტრატეგიული პარტნიორების გამოხმაურებები "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებას სტრატეგიული პარტნიორები ცალსახად ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟად აფასებენ. დასავლეთიდან ხისტი და რიგ შემთხვევაში არადიპლომატიური განცხადებებიც კი კეთდება, რომლებიც ხელისუფლებას პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ოლიგარქის პარტიის პოლიტიკურ განაცხადს, შესაძლოა, საქართველოს ევროპული მომავალი შეეწიროს, რადგან ერთმანეთთან შეუთავსებელია გაწევრიანებათან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახნა და ქვეყნის რუსული სტანდარტებით მართვა.

ევროპელი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული დღეს NATO-ს გენერალური მდივანი იყო. ქართული სახელისუფლებო მედიასაშუალების კითხვაზე, რატომ არის სახიფათო კანონი, რომელიც მხოლოდ საფინანსო გამჭვირვალობას მოითხოვს, სტოლტენბერგმა გასცა პასუხი, რომლითაც კიდევ ერთხელ და მათ შორის პროპაგანდისტებისთვის ახსნა, რითია ცუდი რუსული კანონი, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" კრემლის კარნახით ცდილობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი