"რუსული კანონი" დაბრუნდა | "ოცნების" მორიგი ანტიდასავლური ნაბიჯი

გამოქვეყნდა:

ერთი წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება რეალური გახდა, საქართველო ისევ იგივე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ოლიგარქის პარტია ისტორიული პროცესის ყველაზე დიდი შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს. რუსული კანონით "ქართული ოცნება" ღიად უპირისპირდება დასავლეთს და თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი იარაღის დაუფლებას ცდილობს. სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით ცდილობდა მმართველი გუნდი დღეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯის გამართლებას.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი