ელექტრონული"ოდრ"-ები საჯარო და კერძო სექტორში - სუს-ის უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური რეპრესიების იარაღად ქცეულ უწყებას უფლება მისცა ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ელექტრონული ოდეერი ჩანერგოს. საუბარია შიდა ქსელის სენსორებზე. 

გრიგოლ ლილუაშვილის უწყებას შეუძლია მსგავსი მოწყობილობა მაგალითად ცესკო-ს შიდა ქსელში დაამონტაჟოს და საარჩევნო ადმინისტრაციის კომპიუტერები 24 საათის განმავლობაში აკონტროლოს, ისე რომ ამისთვის არც სასამართლოს განჩინება და არც რომელიმე უწყების თანხმობა დასჭირდება. მსგავსი მოწყობილობები სუს-მა უნდა დააყენოს პარლამენტშიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სამინისტროებში, თბილისის მერიაში და ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩათვლის. 

ელექტრონული უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილ ამ სადავო ცვლილებებს მმართველი გუნდი ბოლო დროს გახშირებული კიბერ შეტევებით ხნის. 

სამოქალაქო სექტორში კი ამბობენ, რომ ცვლილებებს სუს-ი და ქართული ოცნება, წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების ერთგულების შესამოწმებლად და მათი მიმოწერის გასაშიფრად გამოიყენებს

​კანონი რომ ნამდვილად პრობლემური იყო, ამისი აღიარება ნაწილობრივ ხელისუფლებასაც მოუწია. თავდაპირველი ვერსიით, სუს-ს უფლება ჰქონდა შიდა ქსელის სენსორები დაეყენებინა კომერციულ ბანკებშიც, ეს კი პირდაპირ კომერციული შპიონაჟის და საბანკო საიდუმლოების ხელყოფის საფრთხეს ქმნიდა. ამ ნაწილში "ოცნებამ" უკან დაიხია, მესამე მოსმენიდან კანონი მეორე მოსმენაზე ჩააბრუნა და ბანკებს შეეშვა. 

პარლამენტმა სადავო კანონი  საბოლოოდ უკვე რამდენიმე დღის წინ მიიღო. თუმცა ეს ცვლილებები კერძო სექტორს მაინც გადასწვდა.  სუს-ს ახლა სრული უფლება აქვს, ელექტრონული ოდეერები ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებში დაამონტაჟოს.

ცვლილებები "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებულ რეჟიმში მიიღო. კანონი უკვე ძალაშია და შესაბამისად, სად და როდის დააყენებს ელექტრონულ ოდეერებს სუს-ი, ეს უკვე ლილუაშვილის უწყების გადასაწყვეტია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი