"რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტი 8 აპრილს დაიწყება | საორგანიზაციო შეხვედრა რუსთაველზე

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტი იწყება. დღეს რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე საათით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო საორგანიზაციო შეხვედრა, რომელზეც პროტესტის ფორმებსა და მოქმედების გეგმებზე ილაპარაკეს.

ირკვევა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი 8 აპრილს დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტში, საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. სამომავლო გეგმები კი აქციებთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი