
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი," - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებული
"რუსული კანონი" საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.
"საქართველო: ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც "გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები." ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას," - წერია განცხადებაში.