
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს და საბოტაჟის მოწყობა სურს.
"ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, შეიძლება იყოს თავდასხმები, მათ შორის ინფორმაციის კუთხით," - განაცხადა მაკრონმა.
ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებს შესთავაზებს სანქციების დაწესებას დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
მანამდე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუს და ბელარუს სპორტსმენებს უფლება მისცა პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა ისინი ნეიტრალურად, დროშებისა და ჰიმნების გარეშე იასპარეზებენ და გახსნის აღლუმიდან გამოირიცხებიან.