
"EU მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად", - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა შემოღება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
"ქართული ოცნების" განცხადება "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ," კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. EU მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა," - აღნიშნულია განცხადებაში.