
რუსეთში, ქალაქ აპატიტში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TASS-ი რეგიონის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.
"შეიარაღებული თავდასხმა იყო, რის შედეგადაც ის მუცელში დაჭრეს. თავდამსხმელი დააკავეს. [ინციდენტი მოხდა] ქალაქ აპატიტში, კულტურის სახლის გასასვლელთან, სადაც გაიმართა შეხვედრა...
ახლა გუბერნატორი საოპერაციოშია. ანდრეი ვლადიმროვიჩი გონზეა, ის თავად მივიდა მანქანამდე, საავადმყოფოში წასასვლელად, საუბრობდა და ყველა კითხვას უპასუხა..." - უთხრეს გამოცემას.