აღმაშფოთებელია - ზურაბიშვილი რუსელ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციულ სტატიაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ ფაქტი აღმაშფოთებელია. ამ თემაზე პოსტი პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.

პრეზიდენტი წერს, რომ პორტალზე "gosnovosti" განთავსდა სტატია - “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”, რომელშიც არარსებული და გამოგონილი წერილია მოყვანილი - თითქოს საქართველოს პრეზიდენტს მისწერა ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა.

გაყალბებულ წერილში მარგარიტის შინასი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. აღმაშფოთებელია რუსული მხარის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მისი ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მასში გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან, - წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარტნიორებს ევროკავშირში, რომ მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი