"საქართველოში ვი-რუსია" | საპროტესტო ბანერები თბილისში

გამოქვეყნდა:

"საქართველოში ვი-რუსია" - დილიდან ქუჩებში საპროტესტო ბანერები გამოჩნდა. პარტია "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ფორმით ცდილობენ, გააპროტესტონ "ქართული ოცნების" მიერ მეორედ დაინიცირებული რუსული კანონი.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და ეცდებიან ყველას გააგებინონ, რომ ხელისუფლება კრემლიდან იმართება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ საპროტესტო ბანერებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი