რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს | დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკი დაბომბეს. როგორც საოლქო პროკურატურა ამბობს, თავდასხმის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის, ერთი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მტერმა პოკროვსკში დაჭრა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის, 14 წლის ბიჭი. ოკუპანტებმა პოკროვსკი დაახლოებით ღამის 3 საათზე დაბომბეს. მათ ცეცხლი კერძო საცხოვრებელი კორპუსებისკენ მიმართეს. დაბომბვის დროს ერთ-ერთ ბინაში მყოფი ოჯახის ოთხი წევრი დაშავდა: 70 წლის ბაბუა, 65 წლის ბებია, ასევე მათი 46 წლის ქალიშვილი და14 წლის ვაჟი. აფეთქების შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი, 65 წლის მოქალაქე," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი