კობახიძემ ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. განკარგულება დღეს, 5 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ბერაია მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი იყო. 

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციამ მისი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა პოსტზე დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი