"მე აღარ ვენდობი ექსპერტიზას...ეს არ იყო სუიციდი" - ბაჩანა ლობჟანიძე

გამოქვეყნდა:

ბაჩანა ლობჟანიძე გამოძიება აღარ ენდობა. გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული, როგორც ლობჟანიძე თავის თავს უწოდებს, დღეს საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის წამოსაღებად მივიდა. 

გარდა ამისა, ლობჟანძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლას, მას გეგმები ჰქონდა და ახალ სამსახურსაც ეძებდა:

მე აღარ ვენდობი ექსპერტიზას. მოვედი რომ წავიღო ლეპტოპიც და მობილურიც...ეს არ იყო სუიციდი იმიტომ, რომ თამარი სამსახურს ეძებდა კიდევ სხვას" ამბობს ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილების მშობლები და ადვოკატი, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი და "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტი იმყოფებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაღუპული გოგონას დედამ ჟურნალისტებს უთხრა, საგამოძიებო უწყება ცდილობს, მისი შვილის მანქანაში აღმოჩენილი მდედრობითი სექსის დნმ-ის ნიმუში მის დნმ-ად გაასაღოს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი