მანქანაში აღმოჩენილი დნმ უნდათ ჩემ დნმ-დ გაასაღონ - თამაზაშვილი პროკურატურაზე

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ცდილობს ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი მდედრობითი სექსის დნმ-ის ნიმუში მის დნმ-ად გაასაღონ.

პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ რადგან არ შეიძლება FBI-ის გამომძიებლების ჩართვა იქნებ ექსპერტები მაინც ჩაერთონ ამ ექსპერტიზის დასასრულებლად. ჩვენ ვთქვით, რომ რიჩაგზე რომ იყო შენი დნმ ყოფილა, მე როგორც ორჯერ ორი ოთხია ისე კარგად მახსოვს, რიჩაგზე რატომ მოვკიდებდი ხელს, არასდროს მომიკიდებია. მითუმეტეს ბოლო დღეს, ჩემ დნმ-ად უნდათ გაასაღონ რიჩაგზე არსებული მდედრობითი სქესის ნიმუში, - თქვა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახმა პროკურატურაში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩაერთონ. მანვე აღნიშნა, რომ ახლა საგამოძიებო უწყება მკვლელობის ვერსიას განიხილავს.

ბაჩალიაშვილის ოჯახი გეგმავს, რომ ხვალ, 9 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდეს და გაიგოს რა შთაბეჭდილება დარჩა მას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ  5 სექტემბერს, ბოლო ბრიფინგზე, პროკურორმა დავით გუმბერიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღებული ნიმუშების შედეგებზე ისაუბრა. გენეტიკურ მასალებზე საუბრისას პროკურორმა ჩამოთვალა, მანქანის სალონში რა ადგილებზე აღმოაჩინეს თამარ ბაჩალიაშილის დნმ-ი. 

პროკურორს არ უთქვამს, რომ ავტომობილში სისხლიც იპოვეს და სხვა პირების დნმ-ებიც. პროკურატურისსავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშილის ავტომობილში მისი სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო: მაგნიტოფონის ქვევით. ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე. მობილური ტელეფონის ორივე მხარეს. სისხლი იპოვნეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე. ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

საგამოძოებო ორგანოს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს,  „გუგლის“ საძიებო სისტემაში ეძებდა ინფორმაციებს - „საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

პროკურატურის განცხადება სრულად

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი