
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამის მიზეზი სამხრეთ კორეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი სეულის არაკეთილგანწყობილ ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს.
აღნიშნული საქნციები კი ორ რუსულ გემს შეეხება, რომლებსაც ქვეყნის მტკიცებით, ჩრდ. კორეაში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. სანქციები ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებულ დამატებით ორ რუსულ ორგანიზაციას და რუსეთის ორ მოქალაქესაც დაუწესდათ.