მდინარაძის თქმით, გაცილებით მკაცრი რეაქცია ექნებოდათ ოდიშარიას უხამსობა საჯაროდ რომ ეთქვა და არა "პაპარაცულად"

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გაცილებით მკაცრი რეაქცია ექნებოდათ ოდიშარიას უხამსობა საჯაროდ რომ ეთქვა და არა "პაპარაცულად". მისივე თქმით, გუშინ ერთმა ადამიანმა გაცილებით უარესი რამ თქვა, ვიდრე ბექა ოდიშარიამ. მან თქვა, რომ შეგნებულად არ ასახელებს ვინ იყო ეს ადამიანი.

"მართლა უხამსობა იყო ის რაც გავიგეთ ჩვენ, ოღონდ ვამბობთ, რომ ეს იყო უხამსობა, რომელიც თქვენ ჩაიწერეთ პაპარაცულად. მას რომ ჰქონოდა იგივე განცხადება გაკეთებული საჯაროდ, მიმართებით, მიკროფონში და ასე შემდეგ, მართლა გაცილებით მკაცრი იქნებოდა ჩვენი რეაქცია. გულწრფელად გიდასტურებთ, მაგრამ ეს იყო ჩვენ ორ კოლეგას შორის ლაპარაკი, მაინც ძალიან ცუდი იყო. იგივე განმეორდა გუშინ, უბრალოდ თქვენ ვერ ჩაიწერეთ. ასე პაპარაცულად ვისაც ჩაუწერენ იმასთან დაკავშირებით გვაქვს მკაცრი რეაქციები და ვისაც არ ჩაუწერენ და ვიცით რომ ასე იქცევა და ლაპარაკობს, იმაზე არ გვექნება უბრალოდ ესენი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოდიშარიამ ქალ დეპუტატებზე, მაშინ როცა გენდერული კვოტები განიხილებოდა, სხდომათა დარბაზში თქვა - "ეს არის მოუ**ვნელი ქალების სინდრომი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი