მკვლელობა ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში | ცოლ-ქმარზე თავდასხმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ეძებს. ბარამიას ქუჩაზე 70 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს, მის ქმარს კი სცემეს. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მძიმე მდგომარეობაშია. 

თავდამსხმელებს საცხოვრებელი სახლის კარი სავარაუდოდ ქალმა გაუღო, რა დროსაც ის არსებული ინფორმაციით, თოკით გაგუდეს. ამის შემდეგ კი ლოგინში მწოლიარე მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. მოკლული ქალი მეზობლებმა იპოვეს, თუმცა მათ იქამდე რაიმე ხმაური არ გაუგიათ. ცოლ-ქმარი დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

გამოძიება სსკ-ის 19 - 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი