
მორიგი სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე. ქალაქში დღეს უკვე მეოთხე აფეთქება მოხდა. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ექვსი. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები - კაცი და ქალი.
ექვსი დაჭრილიდან ორი - 55 წლის ქალი და 51 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. ოთხის - 9 წლის ბიჭის, მისი 36 წლის დედისა და 20 და 22 წლის ბიჭების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.