"რუსული გავლენის შემცირება" | საფრანგეთის ელჩი განმარტავს, რას ემსახურება საფრანგეთში გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, განმარტავს რა მიზანს ემსახურება საფრანგეთში გარე ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტის მიღება. შერაზ გასრი ამბობს, რომ საუბარია რუსეთსა და რუსულ გავლენების შემცირებაზე:

"საფრანგეთში ვდგავართ სულ უფრო აგრესიული რუსული ჩარევის წინაშე და გვსურს, ამ ჩარევას ვებრძოლოთ. თუმცა გვსურს, ამას ვებრძოლოთ ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში, რადგან ეს არის ჩვენი ღირებულებები და ამასთან ჩვენ გვსურს, ამას ვებრძოლოთ იმგვარად, რომ არ მოვახდინოთ უფლებადამცველი ორგანიზაციების სტიგმატიზება და დემონიზება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პროცესებმა არ გამოიყენონ იმის ხერხები, ვის წინააღმდეგაც ბრძოლას ვცდილობთ" - ამბობს შერაზ გასრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი