EU, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ "ოცნება" საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი კი იცავს ამ ნაბიჯს | ჯანელიძე რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის შემობრუნებას საქართველოს პარლამენტში, "ოცნების" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე ეხმაურება და წერს, რომ ერთი მხრივ ევროკავშირი, ნატო და აშშ ამბობს, რომ ამ ნაბიჯით საფრთხე ექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მეორე მხრივ კი რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს:

"ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, 
და  მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს ქართული ოცნების ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა." წერს ჯანელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი