
რუსული კანონის ხელახლა ინიცირების შედეგად, მმართველ პარტიას თანამშრომლობაზე უარს ეუბნება ერთადერთი პლატფორმა, რომელიც ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში იყო.
"საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ", რომელიც 200-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, პარლამენტთან 2023 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული მემორანდუმი შეაჩერა.
სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად ცდილობდა ოლიგარქის კლანთან თანამშრომლობით დადებითი შედეგი მიეღო, ახლა ღიად ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპას უარი უთხრა.
ავტორი: დავით კობიძე