ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ ვიზალიბერალიზაციაც:
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის და არ შეესაბამება კანდიდატის სტატუსს და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.
თუ ხელისუფლება თბილისში არ მოისმენს და გაიაზრებს ჩვენს შეშფოთებას და ამის საპირისპიროდ ისინი შეეცდებიან, რომ საკუთარი სტრატეგია გაატარონ, მაშინ სრულიად შესაძლებელია რომ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი დადგეს კითხვის ქვეშ, არამედ ევროპაში უვიზო მიმოსვლაც" ამბობს აუსტრევჩუსი "მთავარ არხთან"