მალე გაკეთდება მკაცრი განცხადება, სახ.დეპი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე | კელი რუსულ კანონზე და ბრალდებებზე თბილისიდან

გამოქვეყნდა:

"საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედ მაღალჩინოსნებს, გვაქვს ერთობლივი ჯგუფი შექმნილი, როგორც საქართველოს მეგობრებს და სწორედ დღეს, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ვესაუბრეთ წინამორბედ ელჩს კელი დეგნანს. ჩვენ გვითხრეს, რომ მალე გაკეთდება მკაცრი განცხადება. ამ დღეებში სახელმწიფო მდივანი არ იმყოფება ვაშინგტონში, ამიტომ ზუსტი დრო უცნობია, თუ როდის მოხდება ამ განცხადების მასთან შეჯერება და მისგან თანხმობის მიღება. ქართული ოცნების წევრთა მიერ ბოლო დროინდელი განცხადებები და საკანონმდებლო ინიციატივები იმდენად აღმაშფოთებელია, რომ იქნება გარკვეული სახის შემხვედრი პასუხი. სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე იმ ბრალდებებისა და განცხადებებისადმი, რომელიც ვაშინგტონის მისამართით თბილისიდან ისმის".

აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, "ფორმულასთან". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი