"რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში, EU-ს ქვეყნები გამართავენ კონსულტაციებს, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კავშირში გაწევრიანების შანსი | ფიშერი

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნები გამართავენ კონსულტაციებს, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს EU-ში გაწევრიანების შანსი - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა, განაცხადა. 

"უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი," მიღების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს დამოუკიდებელ პრესაზე ზეწოლის იარაღი, ხოლო პრესის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნები გამართავენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, რის შედეგადაც საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი," - ამბობს გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი