
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 12 აპრილს ბერლინში, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.
"2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები," - ნათქვამია განცხადებაში.
DW-ეს მიხედვით კი, სავარაუდოდ, განხილვის თემა "რუსული კანონიც" იქნება.