
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა, Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის 24 გამანადგურებელი თვითმფრინავ F-16-ის გადაცემას გეგმავს.
"ვაპირებთ, 24 F-16 გამანადგურებლის გადაცემას. მათ უკრაინაში გადაიყვანენ, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ეს მომენტი დამოკიდებულია უკრაინელი მფრინავების და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე. ასევე ინფრასტრუქტურაზე", - აღნიშნა ოლონგრენმა.
ის ასევე იმედოვნებს, რომ F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ:
"რთულია, ძნელია, მაგრამ ეს მოხდება. ჩვენი კოალიცია [ნიდერლანდები, დანია, აშშ და სხვა ქვეყნები] იმედოვნებს, რომ უკვე ამ ზაფხულს შევძლებთ F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას - ჯერ დანიური, შემდეგ ნიდერლანდური", - თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.