ხარკოვში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია იუწყება, რომ ხარკოვში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 11 ადამიანი. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თქმით, რუსებმა ხარკოვს S-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს.

"მტრის სამიზნეს მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. მთლიანად განადგურდა ბენზინგასამართი სადგური. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები," - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი