ქართული ოცნების ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევა საერთაშორისო პარტნიორებზე - მათზე იერიში ამჯერად გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიტანა და ყველას, ვინც “ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს რუსულს ეძახის, ავადმყოფები უწოდა.
'თუ იმათ წაკითხული აქვთ ეს კანონი, ნატოს გენერალურ მდივანს, ამერიკის წარმომადგენლებს, მაშინ მაგათ ეს კითხვა არ გაუჩნდებოდათ მე ვთვლი, რომ მათი ეს შენიშვნები და მოწოდებები არის ისევ რუსული კალკი, რასაც აკეთებდა საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი უფროსი ძმის პოზიციიდან. ზუსტად ანალოგიურია - შენ არა გაქ გადაწყვეტილების მიღების უფლება. დასავლეთი მაგას გვიკეთებს ახლა. უკვე განსხვავებას ვეღარ ვხედავ მათ შორის. არანაირად რუსული კანონპროექტი არ არის. გუშინ, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი იძახის, რომ ეს არის რუსული.არ წამიკითხია, მარა რუსულიაო.ეს არის უკვე ავადმყოფობა, არაადეკვატურები არიან, ფსიქიურად შერყეულები არიან" ამბობს დავით რაზმაძე.
რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლებამ პარტაქტივი და საჯარო მოხელეები მოაბილიზა. ისინი სოციალურ ქსელში გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს კანონი რუსული არაა, თუმცა გუშინვე, Facebook-მა მათი ეს პროპაგანდა დეზინფორმაციად მონიშნა.