"მთავარი არხის" ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილს მაკა ბოჭორიშვილი შეცვლის | მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

გამოქვეყნდა:

კობახიძის მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილება მზადდება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, მომავალ კვირაში მინისტრის პორტფელს ამჯერად ილია დარჩიაშვილი გამოემშვიდობება. საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია. 

სავარაუდოდ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დარჩიაშვილს თანამდებობიდან წასვლა მოუწევს. 

თუმცა მთავარი მიზეზი ხელისუფლების ღიად შეცვლილი საგარეო ვექტორია. რუსული კანონთან დაკავშირებით ოცნებას პარტნიორებთან საკუთარი ინტერესების გასატარებლად ბევრად ხისტი კადრი ჭირდება, ვიდრე ილია დარჩიაშვილია. "მთავარისთვის" უკვე ცნობილია დარჩიაშვილის სავარაუდო შემცვლელის ვინაობაც. მას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შეცვლის.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი