აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინაში იმყოფება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. მათთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს. მისი ცნობით, შეხვედრაზე ორივე პალატის შემადგენლობა იყო წარმოდგენილი.

მან ამერიკელ პარტნიორებს გააცნო ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, უკრაინის არმიის პრიორიტეტული საჭიროებები და უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის მასშტაბები.

ზელენსკის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის დახმარების პაკეტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი