21-ე საუკუნის რეპრესიები | რა მოხდება საქართველოში, თუ რუსული კანონი ამოქმედდება?

გამოქვეყნდა:

რატომ არა რუსულ კანონს და რა მოხდება საქართველოში თუ რუსული კანონი ამოქმედდება? მოხდება და განმეორდება ის, რაც მოხდა პუტინის რუსეთში. კანონი რომ რუსულია  ამას ამბობს ყველა,  გარდა "ოცნებისა" და თვითონ რუსეთისა.  

პუტინის რეჟიმმა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი 2012 წელს მიიღო, მაშინაც პუტინი გადაწყვეტილებას ამერიკული კანონით ამართლებდა, რომ თითქოს რუსული კანონი ამერიკული ფარას ანალოგი იყო. კანონის მიღების შემდეგ კრემლმა პოლიტიკური დევნა დაიწყო და "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და კერძო პირი გამოაცხადა. მათ რიცხვშია დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ყველა ის პირი, ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგება. ანუ ეს კანონი პოლიტიკური დევნის იარაღია. 

ვინაიდან ოცნება განსხვავებულ აზრს ყველანაირი ფორმით ებრძვის, ამიტომაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის გუნდი ამ კანონს  ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. 

მადისკრედიტირებელი კანონი შეეხება არაერთ ორგანიზაციას, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორებიდან  მიღებული გრანტებით ფინანსდებიან -  ეხმარებიან მოქალაქეებს, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს  - მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი