
რუსეთის ქალაქ ორსკში, კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა. ქალაქის მერის ვასილი კოზუპიცას განცხადებით, სიტუაცია სულ უფრო რთულდება.
"ბორისოგლებსკის ქუჩის რაიონში ჯერ წყალი გადმოვიდა, შემდეგ კაშხალი გაირღვა. წყალი შეუჩერებლად მიედინება ქალაქში. ვთხოვ ყველას, ძველი ქალაქის სავალალო გამოცდილების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოთ ევაკუაცია"- განუცხადა კოზუპიცამ ჟურნალისტებს.
მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე გარღვევაა. პირველად კაშხალი ორენბურსკაიას ქუჩაზე, ორსკის ძველ ქალაქში გასკდა, მეორედ კი ნიკელის დასახლებაში.
კაშხლის გარღვევაზე ინფორმაცია გასულ ღამეს გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ორსკში ორი ათასზე მეტი სახლი დაიტბორა. არის მსხვერპლიც.