რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს | დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გასულ დღეს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. დაშავდა ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი.

რაკეტებით თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარიც, რომელიც მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. 

"გუშინ, გვიან საღამოს, მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, "ისკანდერ-მ", გაისროლა, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული," - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

სამხრეთის თავდაცვის ძალებმა კი განაცხადეს, რომ შუაღამისას მტერმა შეტევა "შაჰიდის" ტიპის დრონებით სხვა მიმართულებით დაიწყო. უწყების თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალების საბრძოლო ოპერაციის შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ცაზე განადგურდა 11 დრონი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი