"საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!" | თსუ-ში მისულ კობახიძეს სტუდენტები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ

გამოქვეყნდა:

სტუდენტების პროტესტი ირაკლი კობახიძეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერს სტუდენტები პროტესტით დახვდნენ. შემთხვევა გუშინ, 6 აპრილს, მოხდა.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას!," "საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!" - სტუდენტებს ამ შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი, თუმცა მის გაშლაში ხელს 30-მდე პირი, კობახიძის დაცვის თანამშრომლები და "ქართული ოცნების" პარტაქტივი უშლიდა. პრემიერს უნივერსიტეტის დატოვება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მოუწია.

"რუსულ კანონთან დაკავშირებით, მე და ჩემმა მეგობრებმა დეტალურად შევისწავლეთ როგორც ქართული ვარიანტი, ასევე რუსული ვარიანტი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კობახიძის ლექციაზე, რომელიც ჩემი ლექტორია საკონსტიტუციოში, მშვიდობიანი პროტესტი გამოგვეცხადებინა, არა უშალოდ ლექციაზე, რომ სტუდენტები არ მომცდარიყვნენ, არამედ ლექციის დაწყებამდე, შესასვლელთან, ბანერი გაგვეშალა. ფაქტობრივად, ბანერიც არ გაგვაშლევინეს. როგორც კი შემოვიდა კობახიძე, ეგრევე 30-მდე ადამიანი შემოიკრიბა ჩვენ გარშემო," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი