პროტესტი "ქართული ოცნების" სიძულვილის პროპაგანდას - სამოქალაქო აქტივისტებმა მმართველი პარტიის ბანერებს ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები გადააკრეს.
"სიყვარული ევროკავშირისკენ" - ასეთია იმ ბანერების შინაარსი, რომლითაც სამოქალაქო სექტორი "ქართული ოცნების" სიძულვილის პროპაგანდას უპირისპირდება.
"ის რაც აქ აქამდე იყო, იყო სიძულვილის ენა. სიძულვილის ენა არ გვგონია, რომ სადმე წაიყვანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ მართლა გვინდა, რომ ცოტა ხანში ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაფასებული იქნება ყველა ადამიანი და ღირსეულად იცხოვრებს ყველა ქართველი. ამ ჟესტით უბრალოდ გვინდოდა დაგვენახებინა, რომ სიძულვილს ენა გამოსავალი არ არის. როცა ერთი კვირის წინ ვიყავით ყველა გაერთიანებული სიყვარულით, რაც ფეხბურთმა გაგვაერთიანა გვინდა, რომ ისე გაგვაერთიანოს ევროკავშირმაც," - ამბობს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.
პარალელურად კი, მმართველი პარტიის ლიდერების Facebook პოსტები, სადაც ისინი "რუსული კანონის" არგუმენტირებას ცდილობდნენ, Facebook ადმინისტრაციამ შეზღუდა.