ემიგრაციის როლი ოქტომბრის არჩევნებში | მამუკა ხაზარაძემ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო საკითხზე ესაუბრა. როგორც ხაზარაძე წერს, ონლაინ შეხვედრაზე მათ საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

"შეხვედრა გვქონდა ქართველ ემიგრანტებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ემიგრაციის როლზე ოქტომბრის არჩევნებში. დავსახეთ კონკრეტული გეგმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად. ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის. მადლობა მათ ნდობისთვის და სამშობლოს სამსახურისთვის," - წერს მამაუკა ხაზარაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი