"უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა...ხალხს სჯერა ჩვენი გამარჯვების" | ერმაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი Politico-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა.

"რუსები არ არიან დაინტერესებული მოლაპარაკებებით. მათ სურთ უკრაინის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. ზელენსკი არასოდეს დათანხმდება არაფერზე, არც მინსკის შეთანხმებებზე, არც გაყინულ კონფლიქტზე. არა, ამაში დარწმუნებული ვარ. ხალხს შეუძლია თქვას, რომ დაღლილები არიან, მაგრამ თუ ჰკითხავთ, სურთ თუ არა რუსეთთან კომპრომისზე წასვლა, უარს იტყვიან. ხალხს სჯერა ჩვენი გამარჯვების", - ამბობს ერმაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი